დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ შევაჯამე თეორიული ცოდნა, გავამახვილე ყურადღება დიფერენცირებულ სწავლებაზე რომელიც მჭირდება მე რადგან მყავს მოსწავლე ვისთანაც მჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. გადავხედე ჩემს ნაშრომებს და გავაანალიზე თუ როგორ გამოვიყენებ პრაქტიკაში.
Sunday, October 5, 2014
Saturday, September 20, 2014
მეშვიდე დღე
დღევანდელ დღეს გავეცანი აზროვნების კონცეფციას,სწავლის სტილებს რაც დამეხმარება გაკვეთილზე ბავშვებს ავუმაღლო მოტივაცია რომ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი და შეძლონ ლოგიკური აზროვნება.მნიშვნელოვანია ჩემთვის ამის სწავლა რომ სწორად გამოვიყენო დიფერენცირება სწავლის პროცესში.
Sunday, September 14, 2014
მეექვსე დღე
ვიმუშავეთ ონლაინ სახელმძღვანელოში, განვიხილეთ მე-2-ე მოდული, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსწავლის როლში ყოფნა,რადგან ეს დამეხმარება თემის შერჩევასა და ბავშვებთან ურთიერთობაში.
Friday, September 12, 2014
მეოთხე დღე
დღეს გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების რუბლიკას. დავწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომელიც ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წერის დროს.
Sunday, September 7, 2014
მესამე დღე
ყოველი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემთვის, თოთოეულ დღეს ვეცნობი სიახლეებს და ვსწავლობ მათ გამოყენებას მეთოდიკაში. დღეს დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა, ბუკლეტი გავაფორმე სურათებით რომლებიც გადმოვწერე ინტერნეტიდან.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიე ჩემი პროექტისთვის სასურველი ინდიკატორები რომლებიც შევინახე პროექტის გეგმის შაბლონში.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიე ჩემი პროექტისთვის სასურველი ინდიკატორები რომლებიც შევინახე პროექტის გეგმის შაბლონში.
Saturday, September 6, 2014
პირველი დღე
გავეცანი ინტელის მიზნებს, მუშაობის განრიგს, ინტელის სახელმძღვანელოს.განვიხილეთ 8 მოდული.ვიმუშავეთ პირველ მოდულზე.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტს. განვიხილეთ პროექტი ჯგუფებში.
მნიშვნელოვანია: გავეცანი სიახლეებს რომელსაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
მნიშვნელოვანია: გავეცანი სიახლეებს რომელსაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
Subscribe to:
Posts (Atom)