Saturday, September 20, 2014

მეშვიდე დღე

დღევანდელ დღეს გავეცანი აზროვნების კონცეფციას,სწავლის სტილებს რაც დამეხმარება გაკვეთილზე ბავშვებს ავუმაღლო მოტივაცია რომ  თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი და შეძლონ ლოგიკური აზროვნება.მნიშვნელოვანია ჩემთვის ამის სწავლა რომ სწორად გამოვიყენო დიფერენცირება სწავლის პროცესში.

Sunday, September 14, 2014

მეექვსე დღე

ვიმუშავეთ ონლაინ სახელმძღვანელოში, განვიხილეთ მე-2-ე მოდული, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსწავლის როლში ყოფნა,რადგან ეს დამეხმარება თემის შერჩევასა და ბავშვებთან ურთიერთობაში.

Friday, September 12, 2014

მეოთხე დღე

დღეს გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების რუბლიკას. დავწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომელიც ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წერის დროს.

Sunday, September 7, 2014

მესამე დღე

ყოველი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემთვის, თოთოეულ დღეს ვეცნობი სიახლეებს და ვსწავლობ მათ გამოყენებას მეთოდიკაში. დღეს დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა, ბუკლეტი გავაფორმე სურათებით რომლებიც  გადმოვწერე ინტერნეტიდან.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიე ჩემი პროექტისთვის სასურველი  ინდიკატორები რომლებიც შევინახე პროექტის გეგმის შაბლონში.

Saturday, September 6, 2014

მეორე დღე

გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს.ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება.

პირველი დღე

  გავეცანი ინტელის მიზნებს, მუშაობის განრიგს, ინტელის სახელმძღვანელოს.განვიხილეთ 8 მოდული.ვიმუშავეთ პირველ მოდულზე.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტს. განვიხილეთ პროექტი ჯგუფებში.


მნიშვნელოვანია:  გავეცანი სიახლეებს რომელსაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.